18 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
საქართველოს 2 მოქალაქის ანალიზებს როტერდამში იკვლევენ - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 4 პაციენტი რჩება. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი "კურიერთან" საუბარში განმარტავს, საქართველოს 2 მოქალაქე კვლავ კლინიკაში რჩება. მათი ანალიზები გადაგზავნილია როტერდამში და სავარაუდოდ, პასუხები 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქე ორ არასრულწლოვან პაციენტს, რომლებსაც H1N1-ის ტიპის ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

"ჩვენს ცენტრში მოთავსდა სულ 4 პაციენტი. აქედან 2 პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო 2 პაციენტი ამ ეტაპზე განაგრძობს ჩვენთან მეთვალყურეობას.

ჩინეთიდან ჩამოსული პირები კლინიკას აკითხავენ, მაგრამ ეს პირები არიან მხოლოდ კონტაქტებში მყოფი პირები, მათთან დაავადება არ არის გამოვლენილი, ე.ი. ინფიცირებულები არ არიან, განაგრძობენ მეთვალყურეობას იმ 14 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მეთვალყურეობით,"- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები