18 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
კორონავირუსი ახალი ეპიდემიაა, რომელიც მუტაციას განიცდის, ეს ვირუსი მედიცინაში ახალ მიდგომას საჭიროებს - ევროპელი მედიკოსები

კორონავირუსთან დაკავშირებით "კურიერი" დღეს ევროპელ მედიკოსებს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა და ყველა ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ისეთიც, სადაც არ არის განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, პრობლემის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.

მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შეიქმნას ვაქცინა, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მათი თქმით, მანამდე კი მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

"კორონავირუსი ახალი ეპიდემიაა, რომელიც მუტაციას განიცდის. მსოფლიოში ვირუსის პანდემია და პანიკური გარემოა. კრიტიკული ვითარების მიუხედავად ისრაელში ვირუსი არ დაფიქსირებულა, საბედნიეროდ არც საქართველოში, თუმცა მზად ვართ ყველაფრისთვის.

ეს ვირუსი მედიცინაში ახალ მიდგომას საჭიროებს. ფასს, რასაც ახლა მსოფლიო იხდის, ძალიან მაღალია," - განაცხადა პროფესორმა დოფენ ბერფომმა.

დღის ამბები