09 სექტემბერი 2026,   02:10
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ.
პროექტი თბილისის მერიის და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერით, პირველად განხორციელდა.

"პირველად საქართველოში განხორციელდა დემოგრაფიული ცოდნის ბანაკი, ანუ დემობანაკი, რომელმაც ახალგაზრდებს შესთავაზა სრულიად ახალი თემა, ეს არის დემოგრაფიული პოლიტიკა, დემოგრაფიული პრობლემების შესახებ. ძალიან საინტერესო დისკუსიები, ტრენინგები - 7 დღის განმავლობაში, ამ ბანაკში ახალგაზრდები ისმენდნენ მსოფლიოს დემოგრაფიული ისტორიის შესახებ ტრენინგებს," - აცხადებს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე.

ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია დემოგრაფიის საკითხებზე, ქრისტიანობის როლზე ეროვნულ იდენტობაში, ოჯახის ინსტიტუტის და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე.

"დემობანაკი არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განვითარების და საკუთარი უნარების გამომუშავების. დემობანაკის ფარგლებში მივიღეთ თემატური ცოდნა დემოგრაფიული პრობლემების, სხვადასხვა ქვეყნებსა და საქართველოს შესახებ," - აცხადებს ბანაკის მონაწილე არჩილ გურგენიძე.

დღის ამბები