სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. გორის რაინულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 ფაქტი განიხილა.
ირმა კაპანაძემ შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გიორგი ჯანიბეგაშვილს. სასამართლომ კაპანაძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
გიორგი გუგუტიშვილის საქმეზე კი, სხდომა 22 სექტემბრამდე გადაიდო.
"ლაშა ჯანიბეგაშვილმა საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ მითითებული კონკრეტული გამონათქვამები შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რის გამოც შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ქალბატონი ირმა კაპანაძე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, თუმცა სასამართლომ ამ შემთხვევაში გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები, იგი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი მარიამ კერესელიძე.