18 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე მგზავრთა კორონავირუსზე შემოწმება გააქტიურებულია

საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე მგზავრთა კორონავირუსზე შემოწმება გააქტიურებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფები დღეს როგორც საქართველო სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრებზე იმყოფებოდნენ.

ქუთაისის აეროპორტში და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მგზავრებს სპეციალური ბლანკების შევსება უწევთ, მათ გამშვებ პუნქტებზე თერმო-ტესტირებაც უტარდებათ.

"ტესტი ჩამიტარეს, ყველაფერი ნორმაშია. ექიმმა მითხრა, რომ ტემპერატურა არ მაქვს. ვიცი რა სიმპტომებიც ახასიათებს ვირუსს," - განაცხადა ტურისტმა ჩინეთიდან.

მედიკოსების თქმით, რისკ-ჯგუფის მგზავრებს პრევენციული ღონისძიებები უტარდებათ.

"გრძელდება პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არ დაფიქსირებულა ეს შემთხვევა. ვაგრძელებთ შემოწმებას. რისკ-ჯგუფის მგზავრებს ყველას უტარდება პრევენციული ღონისძიებები. ასევე ურიგდებათ სპეციალური ბუკლეტები," - განაცხადა მედდამ თამთა სულაბერიძემ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს ასევე ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა. მოქალაქეების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, დეფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლისას, მათ სპეციალურ თერმო შემოწმებას უტარებენ, რამდენიმე მათგანს რენტგენოგტრაფიული კვლევაც კი ჩაუტარდათ.

"ყველაფერს გიმოწმებენ, ვირუსი არის, თუ არა შეჭრილი შენში. არაო მითხრეს მე და გამომიშვეს. ჯერ რენტგენი და მერე სიცხეც გამიზომეს," - განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

დღის ამბები