დაპირისპირისპირება გრძელდება ოპოზიციაში. ანა წითლიძის ბრალდების ადრესატი ამჯერად ნიკა გვარამიაა, რომელსაც სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ მმართველს უწოდებს და სააკაშვილის რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციაში არსებული განხეთქილება არ უკვირთ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური მიზნების მქონე ძველი და ახალი "ნაციონალები" ახლა თვითმხილებისა და თვითგანადგურების რეჟიმში არიან, რაც საბოლოოდ მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობის წინაპირობაა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ისინი მაინც ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა ჰქონდათ განზრახული.
"ერთმანეთს რას დააბრალებენ, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ ბოროტი განცხადებები ერთმანეთის მიმართ კეთდება, მაგრამ ესენი არიან ერთ ჯგუფში გაერთიანებული.
ჰქონდა გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას თანხა, კონკრეტულად 42 თუ 47 მილიონი, რომელიც არჩევნების წინ დაიხარჯა USAID-ის გავლით - ეს ვიცი. მოხმარდა გვარამიასაც, სააკაშვილსაც და ყველას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.