07 სექტემბერი 2026,   05:33
ვრცლად
წინანდლის მამულში მხატვარ გიგა დათუაშვილის გამოფენა გაიხსნა

წინანდლის მამულში ქართველი მხატვრის, გიგა დათუაშვილის გამოფენა გაიხსნა.

წარმოდგენილია 40-მდე ნამუშევარი, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს მხატვრის სამყაროსა და მის ინტერესებს.

გიგა დათუაშვილი 1993-1998 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობდა. მხატვარი 2000 წლის 19 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ დატოვებული ნამუშევრები, ჩანახატები და ჩანაწერები არაერთ მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

წინანდლის მუზეუმში გიგა დათუაშვილის ნახატები 2 თვის განმავლობაში დარჩება. გამოფენა მხატვრის 50 წლისთავს მიეძღვნა.

დღის ამბები