07 სექტემბერი 2026,   10:02
ვრცლად
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ოლქში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს - ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობს მთავარი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის"

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ოლქში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება. დარეგისტრირებულია მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი.

83-მანდატიან ლანდტაგში მოსახვედრად სულ ექვსი პოლიტიკური ძალა იბრძვის, მათ შორის, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", "ალტერნატივა გერმანიისთვის", "მემარცხენე პარტია", "სოციალ-დემოკრატები", "თავისუფალი დემოკრატიული პარტია" და "მწვანეები".

ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობს მთავარი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელსაც უმრავლესობის მოპოვების და რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი აქვს. წინასწარი გამოკითხვებით, პარტია სავარაუდოდ, ხმათა 40 პროცენტზე მეტს აიღებს.

არჩევნებს წინ უძღოდა სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან ზეწოლა ოპოზიციურ პარტიაზე, ფიზიკური ძალადობა მის წევრებზე და პარტიის აკრძალვის მოთხოვნის დაყენება.

დღის ამბები