11 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის 2 თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  

დღის ამბები