19 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
ჩაკეტილი გზა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - სვანეთში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან

ჩაკეტილი გზა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ათეული ოჯახი. სვანეთში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

უხვი ნალექის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი ხუდონი, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის პრობლემა შეექმნა.

დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებას უკვე რამდენიმე საათია ენერგოპროს წარმომადგენლები ცდილობენ. მათი თქმით, პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

პარალელურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის გახსნილია ჭუბერის თემის ხაიშთან დამაკავშირებელი გზა.

შეზღუდულია მოძრაობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. მოძრაობა ეკრძალება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს.

დღის ამბები