10 სექტემბერი 2026,   05:03
ვრცლად
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი - ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს სრულდება 

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება და დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.

კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც მიხეილ კალანდიას ბრალეულობას დაამტკიცებს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე საუბრობს.

"ბრალდების მიერ გამოკვლეული ყველა მტკიცებულების სრული ანალიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მიხეილ კალანდია არის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრებული და ამ საქმის წარმოება სწორედ ამ პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება," - განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

დღის ამბები