24 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში - სატვირთო მანქანა, რომელსაც ასამდე მიგრანტი გადაჰყავდა, ხევში გადავარდა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც ასამდე მიგრანტი გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 81 ადამიანი.

დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. გვატემალის და სალვადორის მოქალაქეები მექსიკის გავლით შეერთებულ შტატებში შესვლას აპირებდნენ.   

დღის ამბები