24 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
წყალდიდობა ახალ ზელანდიაში - სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობა ახალ ზელანდიაში - სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათასობით მოქალაქეს. წყალდიდობის გამო, დაზიანდა საავტომობილო გზები, რის გამოც მაშველებმა კუნძულზე ჩარჩენილი 500-მდე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე ვერტმფრენის დახმარებით გადაიყვანეს.

მეტეოროლოგების განცხადებით, სტიქია ახალ ზელანდიაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები