კორონავირუსი უკვე ბელგიაშია - ქვეყანაში დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ის უჰანიდან ევაკუირებული მოქალაქეა. ქალი აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს.
კორონავირუსი იაპონიის პორტ იოკოჰამაში საკრუიზო ლაინერზე 10 მგზავრს დაუდგინდა. ხომალდზე კიდევ 4 ათასამდე მგზავრია. ისინი, 2 კვირის განმავლობაში კარანტინს გაივლიან.
ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 493 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 24 ათასს გადააჭარბა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დაღუპულთა 80% 60 წელს გადაცილებული პირი იყო და მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.