09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
ნატო ნორვეგიის სანაპიროსთან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

ნორვეგიის სანაპიროსთან ნატო მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს ატარებს.

მანევრებში 10 ქვეყნის სამხედრო გემი მონაწილეობს. სწავლებებში ასევე ჩაერთვება 3 წყალქვეშა ნავი და 4 საპატრულო ვერტმფრენიც. წვრთნების მიზანი საზღვაო-საბრძოლო მოქმედებებში ვარჯიშია.

ნატოს სამეთაუროს გადაწყვეტილებით წვრთნის ფარგლებში გამოცდიან ახალ წყალქვეშა ტექნოლოგიებსაც, მათ შორის სენსორულ მოწყობილობებს, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ პირობითი მტრის ობიექტების კოორდინატების დადგენა.

ალიანსის საზღვაო სწავლებებს რამდენიმე ინციდენტი უძღვოდა წინ. გასულ კვირას ჰელსინკის სანაპიროზე უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რამდენიმე თვის წინ კი მსგავსი შემთხვევა სტოკჰოლმთან მოხდა.

დღის ამბები