09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
დონეცკის დანგრეული აეროპორტი

დონეცკის აეროპორტის ამსახველი ახალი ვიდეომასალა გავრცელდა.

სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც 2012 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, დღეს მთლიანად დანგრეულია. განადგურებულია ასაფრენი ბილიკებიც.

ბრძოლა სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის მის ასაღებად ზუსტად ერთი წლის წინ, 26 მაისს დაიწყო.

ბოლო დღეებში რეგიონში ვითარება კვლავ დაიძაბა. კიევში აცხადებენ, რომ პრორუსმა მებრძოლებმა შიროკინოსთან და გორლოვკასთან იერიშები გაააქტიურეს. ღამით სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა თავად დონეცკშიც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები