18 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ისევ შტორმს პროგნოზირებენ

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში დღესაც შტორმია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ 2 დღის მანძილზე შენარჩუნდება.

დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -1-დან -3 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 11 თებერვლიდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. ასევე ზღვაზე შტორმის სიმძლავრე 2-3 ბალამდე შემცირდება.

დღის ამბები