"რუსთავი 2-ის" მაყურებელს დღეს საღამოს მეგაშოუ "დიდი სცენის" მეექვსე კონცერტი ელოდება.
კონკურსანტები პირდაპირ ეთერში ფილარმონიის სცენაზე ბიძინა კვერნაძის უკვდავ სიმღერებს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებენ.
პროექტის ორგანიზატორები მაყურებელს დაუვიწყარ კონცერტს ჰპირდებიან, კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
დღევანდელ კონკურსს ორი აუტსაიდერის დუეტი გახსნის და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მათგანი პროექტს დატოვებს.
"დღევანდელი კონცერტისგან მაყურებელი უნდა ელოდოს ერთ-ერთ საპასუხისმგებლო შესრულებას, არ არის ადვილი ქართული სიმღერის შესრულება ორკესტრთან და თან ასეთ ორკესტრთან ერთად და განსაკუთრებით ბიძინა კვერნაძე, რომელიც ძალიან უყვარს ქართელ მაყურებელს," - უთხრა "კურიერს" პროექტის რეჟისორმა ნიკა ლომიძემ.
"დიდი სცენა" დღეს ზუსტად 22:00 საათზე, "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.