20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
"დიდი სცენის" მეექვსე ლაივკონცერტი - მაყურებელს დღეს ქართული ტური ელოდება

"რუსთავი 2-ის" ეთერში დიდი სცენის მეექვსე ეპიზოდი ზუსტად 10 საათზე დაიწყება.

მაყურებელს წინ ქართული ტური ელოდება. კონკურსანტები ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ.

კონკურსანტებისთვის დღევანდელი კონცერტი განსაკუთრებით ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა.

დღევანდელი ლაივშოუ ტრადიციულად დუეტით დაიწყება, პროექტის ორგანიზატორები კი მაყურებელს მორიგ გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდებიან.

დღის ამბები