კვლავ ჩაკეტილია კობი-გუდაურის მონაკვეთი. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების გრძელი რიგია. ზვავსაშიშროების გამო არ უშვებენ არც მსუბუქ მანქანებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერც გაწმენდითი სამუშაოები იწყება.
ადგილზე ჩარჩენილი მძღოლების ინფორმაცით, უკვე სამი დღეა რაც გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
"უკვე სამი დღეა რაც ვერ გავდივართ ამბობენ, რომ გზა ჩაკეტილია. მაგრამ არც ერთი მხრიდან გზას არ წმენდენ. ბავშვებთან ერთად ვართ, მანქანაში გვძინავს და არ ვიცით რა გავაკეთოთ. არაფერი აღარ დაგვრჩა ფულიც დაგვეხარჯა, საწვავიც. უკვე სამი დღეა, რაც გვეუბნებიან, რომ ხვალ გაწმინდავენ გზებს,"- ამბობს კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩარჩენილი ერთ-ერთი მძღოლი ედგარ ბარიგამიანი.