ჩინეთში კორონავირუსმა უკვე 1018 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ერთ დღეში ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში უკვე ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტთა გუნდი. ისინი ვირუსს გამოიკვლევენ და ეცდებიან მასთან ბრძოლის გზები გამონახონ.
ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლა მას შემდეგ დაიხურა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდათ.
ინფიცირებულია 43 ათასზე მეტი მოქალაქე. კორონავირუსის შემთხვევებთან არაეფექტურად გამკლავების გამო ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.