09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ლატვიის საზღვართან ორი რუსული სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი შენიშნეს

ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საზღვართან ორი რუსული სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი შენიშნა.

სამივე ხომალდი ლატვიის ეკონომიკურ ზონაში, ქვეყნის საზღვრიდან 8 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

სამხედროებმა საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო თვითმფრინავიც შენიშნეს.

ლატვიის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე წელს რუსული გემები ქვეყნის საზღვარს 42-ჯერ მიუახლოვდნენ. ამის გამო ოფიციალურმა რიგამ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა. რუსეთი კი აცხადებს, რომ რეგიონში მისი გემების მანევრირება გეგმიური წვრთნის ნაწილია.

დღის ამბები