საგამოძიებო ორგანომ ცოტა ხნის წინ ახალშობილის გაყიდვის საქმესთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები გაავრცელა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ გადასცემს თანხის ნაწილს პირი, რომელსაც ბავშვის ყიდვა უნდოდა. ფარული ჩანაწერის მიხედვით ჩანს, რომ პირი თანხის მეორე ნაწილის გადახდას ბავშვის გამოყვანის შემდეგ აპირებდა:
"დანარჩენს როდის მოიტან?"
"ბავშვს როგორც კი გამოიყვან დანარჩენს მოგცემ" - ისმის ფარულ ჩანაწერში.
ფაქტზე დაკავებული 7 პირი, მათ შორის ახალშობილს დედაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
საქმეზე გამოძიება 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 14-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.