20 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - მიხეილ კალანდიას საქმე განაჩენის გამოცხადების ეტაპს უახლოვდება

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოში განაჩენის გამოცხადების ეტაპს უახლოვდება. დღეს ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და საქმის მასალებში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ 150 მოწმის ჩვენებიდან უმეტესობა მიხეილ კალანდიას ბრალეულობაზე მიუთითებს.

მიკერძოებული დასკვნითი სიტყვა და პოლიტიკური ინტერესები, ასე აფასებს დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას. ადვოკატ ზურაბ თოდუას მტკიცებით, პროკურატურას კალანდიას წინააღმდეგ მხოლოდ ორი მოწმის ჩვენება აქვს, რომელთაგანაც ერთს პროკურატურამ საპროცესო გაუფორმა, მეორე კი შეთანხმების მოლოდინშია. შესაბამისად უფლებადამცველი მსჯავრდებულების პირად ინტერესებზე და კალანდიას უდანაშაულობაზე საუბრობს.

ბრალდების შემდგომ დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 21 თებერვალს იტყვის, შემდეგ კი ჯერი მოსამართლეზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ კალანდიას ოჯახის წევრებს, რომლებიც დავის გაგრძელებას უზენაეს ინსტანციამდე, შემდგომ კი სტრასბურგამდე აპირებენ. ლუკა კალანდიას თქმით, მიხეილ კალანდია ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მიღწევას პროკურატურასთან არ აპირებს.

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდგომ მოსამართლეს სიტყვით მიმართავს მიხეილ კალანდიაც. ბრალდებული საჯაროდ პირველად მოჰყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებს, რადგან აქამდე ის პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა.

დღის ამბები