24 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
იყო თუ არა კონსტიტუციური მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა - საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს

რამდენად კონსტიტუციური იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, ამაზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.

მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება სასამართლოს 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა.

მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი საქართველოს პარლამენტმა სხვაგვარად განმარტა, რაც არასწორი იყო და საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

"გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ პარლამენტის აღნიშნული დადგენილება იქნება მიჩნეული ანტიკონსტიტუციურად და გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდება. ჩვენი თვალთახედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული აბსოლუტურად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური მოტივაციით ნახელმძღვანელები გადაწყვეტილება," - განაცხადა მელიას უფლებადამცველმა გიორგი კონდახაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება აღუდგება.

დღის ამბები