24 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
სუიციდი თუ თვითმკვლელობის იმიტაცია - ოჯახი გარდაცვლილის ქმრის თანამზრახველად დედამთილს და მაჟორიტარ დეპუტატს ასახელებს

გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახი მისი მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მათ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ეკა მიქავას საკუთარმა მეუღლემ ჯერ სცემა, შემდეგ კი მეზობლის, მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამოკიდა. ამაში კი, ოჯახი გარდაცვლილი ქმრის თანამზრახველად მის დედასა და დეპუტატს მიიჩნევს.

ეკა მიქავას ოჯახი არც ერთ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა, რომელშიც გარდაცვლილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ინფორმაცია არ არის შეტანილი.

ეკა მიქავას ოჯახის წევრები, ამ წუთებში, საქმეზე ბრალდებული სიძის ბაკურ სორდია​ს წინასასამართლო სხდომას ესწრებიან.

შეგახსენებთ, ეკა მიქავა სოფელ შამგონაში გარდაცვლილი მეზობლის ბოსელში​ იპოვეს. მისი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, მომხდარიდან მეორე დღეს, გარდაცვლილის მეუღლე დააკავეს.

დღის ამბები