ბექა კვიციანს ბრალი დაუმძიმდა. მკვლელობის გარდა, ემზარ კვიციანის ძმისშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანის ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში კვიციანი მას არ შეხვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურს თუ არა მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, თუმცა კვიციანი სხდომაზე არ მივიდა.
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.