20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ. გათავისუფლებული სოცმუშაკები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული სოცმუშაკები აცხადებენ, სამინისტრომ ისინი ზაფხულში გამართული აქციის გამო დასაჯა.

"გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა. ამ ნაწილშიც არ ვეთანხმებით ჩვენ სააგენტოს დირექტორის განმარტებას, იმიტომ, რომ ეს იყო მხოლოდ ერთწევრიანი გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ბარკალაია და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა თითოეული სოციალური მუშაკის გათავისუფლება. მზადდება სარჩელები და მომავალ კვირას სასამართლოს მივმართავთ," - განაცხადა  მზევინარ ღაჭავამ.

ჯანდაცვის სამინისტრო სოცილურ მუშაკებს დღეს უპასუხებს.

 

დღის ამბები