18 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს ასევე პირადად გადაუხადა მადლობა სხდომათა დარბაზში მყოფ, ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს - ავთანდილ მჟავანაძეს.

"აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები - ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ გააჩერა და მოულოდნელად პატრულ-ინსპექტორს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.

დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს, მეწყვილესთან ერთად, ჩვენთან სტუმრადაა," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები