18 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
ნატო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ეუთოსა და ნატოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გუშინ დონბასში პრორუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც უკრაინამაც უპასუხა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 უკრაინელი სამხედრო. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა პროვოკაცია უწოდა.

დღის ამბები