09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა უნდა გაააქტიუროს სანქციები და განიხილოს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობა, თუ რუსეთი სრულად არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და არ დააბრუნებს ყირიმს.

ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა.

დოკუმენტის გატანა ევროპარლამენტის სხდომაზე ივნისში იგეგმება.

„ყირიმის დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის“ - წერია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტარები კვლავაც არ უჭერენ მხარს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაიკავონ ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებით.

დღის ამბები