09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ისრაელმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვის თაობაზე გარიგება ჩაშალა

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისრაელმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვის თაობაზე გარიგება ჩაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბლუმბერგი“ ისრაელში სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში უპილოტო აპარატების მწარმოებელი ებრაული კომპანია უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიყიდვას დათანხმდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის სურვილი თავად რუსეთმაც გამოთქვა.

“ბლუმბერგის“ სტატიაში ნათქვამია, რომ მათ მიმართ რუსეთში ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსულ ჯარს უპილოტო საფრენ აპარატებთან გამკლავება საქართველოსთან ომის დროს მოუწია.

დღის ამბები