19 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
EMC სახელმწიფოსგან ითხოვს, შუქურთში განვითარებულ მოვლენებში ჩაერთოს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებში ჩართვას სახელმიწფოსგან ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ხელისუფლებას მოუწოდებს, გახდეს შუამავალი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსა" და მოსახლეობას შორის, რათა არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს.

რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღაროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა - მათ მტკიცებით, კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა მათი კუთვნილი სახლები და მიწები, ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

კომპანიაში კი განმარტავენ, რომ მათ მოსახლეობას ალტერნატიული ფართები უკვე შესთავაზეს და იმ კონკრეტულ ჯგუფებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებით არიან დაინტერესებული.

"ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, რომ შუქურთელების შეთანხმება კომპანიასთან რამდენიმეჯერ დაიღვა.

"შუქრუთელები ითხოვენ კომპენსაციას, კომპანიასთან მათი შეთანხმებები რამდენიმეჯერ დაირღვა, ამიტომ ისინი ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვენ, რომ პროცესში ჩაერთონ, როგორც მედიატორები,"- განაცხადა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები