26 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ არხის დირექტორმა მას არარსებული გადაცემის რედაქტორობა შესთავაზა

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს არხის დირექტორმა არარსებული გადაცემის რედაქტორობა შესთავაზა.

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ეს იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ, თუმცა ჯერ ეთერში არ გადის. მერკვილაძე ვარაუდობს, რომ  ნელ-ნელა სხვა კადრებიც დატოვებენ ახალი ამბების სამსახურს.

"დირექტორის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე მენეჯმენტი კონტროლის დაწესებას ცდილობს,"- განაცხადა მაია მერკვილაძემ, რომელიც  შემოთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის განმარტებით, მაია  მერკვილაძე შტატიანი თანამშრომელი აღარ იქნება, თუმცა მას უვადო ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

ამასთან, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურში ახალი კადრის დამატებას აანონსებს, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით იმუშავებს და თუ საჭირო გახდება, მთავარი გამოშვების რედაქტირებასაც შეძლებს. კოხრეიძის თქმით, ეს ჟურნალისტი, ნინო ხაჟომია იქნება.

დღის ამბები