09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
გერმანიაში ტერაქტების მოწყობის მცდელობისთვის 4 მუსლიმი ქალი დააკავეს

გერმანიაში ტერაქტების სერია აღკვეთეს.

სპეცსამსახურმა 4 მუსლიმი დააკავა, რომლებიც მეჩეთებზე, სალაფიტებსა და ემიგრანტთა თავშესაფრებზე თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ. ოთხივე გერმანიის მოქალაქეა, ერთ-ერთი კი ქალია.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ცოტა ხნის წინ შექმნილი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. ორი მათგანი მათი ლიდერია. სამართალდამცველებმა დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში 250 პოლიციელი მონაწილეობდა.

დღის ამბები