09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

ცნობილი ხდება საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები. გამოცემა „ბილდტის“ ცნობით, მეორე პილოტმა , რომელმაც სავარაუდოდ Airbus 320 ჩამოაგდო, დაშვების განხორციელება ავიაკატასტროფამდეც სცადა.

ამაზეა ლაპარაკი წინასწარ დასკვნაში, რომელსაც გამოძიება დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. „ბილდტის“ ცნობით, ანდრეას ლუბიცმა ექსპერიმენტი იმავე თვითმფრინავზე ჩაატარა, თუმცა, მაშინ, როდესაც ის რეისს დიუსელდორფიდან ბარსელონას მიმართულებით ასრულებდა.

ვარაუდობენ, რომ უკანა გზაზე ლუბიცმა სახიფათო მანევრი შეგნებულად გაიმეორა, რაც კატასტროფით დასრულდა და 150 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები