09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად კუბასა და შეერთებული შტატებს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება

ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად კუბასა და შეერთებული შტატებს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა რამდენიმე საბორნე კომპანიას აკრძალვა მოუხსნა და კუბაში მგზავრების გადასაყვანად ლიცენზიაც მისცა. მათ ტვირთის გადატანის უფლებაც ეძლევათ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად ნიუ–იორკიდან ჰავანაში ჩარტერული რეისიც შესრულდება.

საზღვაო მიმოსვლა ვაშინგტონმა კუბასთან 1960 წელს შეაჩერა, შარშან დეკემბერში კი ბარაკ ობამამ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა.
მხარეებს შორის საელჩოების გახსნაზე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

დღის ამბები