09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე არ წყდება

დონეცკის ოლქში, ქალაქ დერჟინსკის გარეუბნებში ამ დრომდე სროლის ხმა ისმის. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ სეპარატისტებმა იერიშები გვიან ღამით დაიწყეს და გორლოვკის მხრიდან სამთავრობო ძალების პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან უტევენ. ბოლო მონაცემით დაჭრილია ორი ადგილობრივი. დაზინდა სამი საცხოვრებელი სახლი.

დონბასში ვითარების გაუარესების ფონზე მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები 4 ქვეჯგუფის ფორმირებას შეეცდებიან, რომელიც სხვადასხვა ადგილას მინსკის შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონაში მძიმე შეიარაღება დააბრუნეს. დონეცკში კი ირწმუნებიან, რომ შეიარაღების მობილიზება მხოლოდ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმს უკავშირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები