დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ბაღებისა და სკოლების ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ იძლევა. ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გააკეთა:
"საბავშვო ბაღებზე და სკოლებზე ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ ღონისძიებები საზოგადოებრივ ჰიგიენასთან დაკავშირებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზეც ისაუბრა:
"მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია,"- აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფისირდა, ერთ შემთხვევაში ვირუსი ირანიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, ხოლო მეორე შემთხვევაში იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქე ქალს დაუდასტურდათ.