09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო კვლავ პატიმრობაში რჩება

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს, ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის ვადა 30 ივნისამდე გაუგრძელა. გამოძიება პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას იმ მიზნით ითხოვდა, რომ დაკავებული არ მიმალულიყო ან რაიმე სახის მუქარა არ განეხორციელებინა მოწმეებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეროში უკრაინის წარმომადგენელი იური სერგეევი გამოეხმაურა და ამ ფაქტს სამართლებრივი თავნებობა და დაკავებულის დაცინვა უწოდა.

სავჩენკოს ბრალი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ედება და უკვე 1 წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება. თუმცა, ის ბრალს უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები