18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ყაჩაღობა ოზურგეთში - 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი აწამეს

დღეს გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში. 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა აწამეს და სახლიდან 2500 ლარი წაიღეს.

ორივე მათგანი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის. 

დღის ამბები