იტალიაში მყოფი დაინფიცირებული მოქალაქის მდგომარეობა იყო მთავარი თემა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და იტალიის ელჩის შეხვედრაზე.
ეკატერინე ტიკარაძე იტალიის ელჩს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. დიპლომატი ამბობს, რომ იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ უკვე ირანის სტატისტიკასაც გადააჭარბა.