10 სექტემბერი 2026,   04:54
ვრცლად
იტალიის ქალაქ ბარიდან ჩამოსულ არცერთ მგზავრს ტემპერატურა არ აღენიშნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვირუსთან დაკავშირებით შემოწმება იტალიის ქალაქ ბარიდან ჩამოსულმა მგზავრებმა გაიარეს. მგზავრებს ტემპერატურა შეუმოწმეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს.

მგზავრების თქმით, იტალიაში  შემოწმება არ გაუვლიათ.

ისინი ამბობენ, რომ  ბარში პანიკა  არ არის და მოსახლეობა მშვიდ ვითარებაში აგრძელებს ცხოვრებას. 

სასწარაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტემპერატურა არცერთ მგზავრს დაფიქსირებია და კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.

დღის ამბები