08 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
თბილისის უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

დღის ამბები