09 სექტემბერი 2026,   00:05
ვრცლად
საფრანგეთში, მძარცველებმა რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონამდე ევროს ღირებულების ნამუშევრები მოიპარეს

სამხრეთ საფრანგეთში პოლიცია ორ მძარცველს ეძებს, რომლებიც ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, ოგიუსტ რენუარის მუზეუმში შეიჭრნენ და "ხელოვნების ოთხი ნამუშევარი" მოიპარეს, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაქცევისას მძარცველებმა ერთ-ერთი ნამუშევარი გზაში გადააგდეს.

ქალაქ კან-სიურ-მერის მერის, ბრაიან მასონის განცხადებით, ორი პირი "ქალაქის ვიდეოთვალთვალის კამერებმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც ერთ-ერთ მოპარულ ნახატს აგდებდნენ".

ვარაუდობენ, რომ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროს შეადგენს.

დღის ამბები