08 სექტემბერი 2026,   13:32
ვრცლად
სოფელ ფოცხოეწერში შესაძლო საკარანტინო სივრცის მოწყობას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს

წალენჯიხაში, სოფელ ფოცხოეწერში შესაძლო საკარანტინო სივრცის მოწყობას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ რისკის ზონაში მყოფი პირები დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყვნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი შესაბამის სამსახურებს აქ კარანტინის მოწყობის უფლებას არ მისცემენ, რადგან, მათი მტკიცებით, ეს საფრთხის შემცველია. თავის მხრივ, სასტუმრო "ენგურში" "კურიერს" უთხრეს, რომ, ჯერჯერობით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ადგილზე საკარანტინო სივრცის მოწყობის შესახებ.

დღის ამბები