10 სექტემბერი 2026,   05:13
ვრცლად
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბოჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პანკისში აქცია გაიმართა

პანკისი ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბოჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის ხელახლა გადახედონ და ვადაზე ადრე გაათავისუფლონ.

მათი თქმით, გამოძიებას ბორჩაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, ის უდანაშაულოა და უკანონოდ არის დაკავებული.

"ჩემი შვილი უკანონოდ ზის ციხეში უკვე 5 წელია. მას არანაირი კავშირი არ ქონია ტერორიზმთან, არც ახალგაზრდების სირიაში წასვლაზე. ვინც მართლა დამნაშავეა ის გარეთ დადის. 9 შვილის მამა კი ციხეშია. ბავშვები ცოდოები არიან. მამა უნდათ, ოჯახი უნდათ. მივმართავ მთავრობას, პრეზიდენტს, პრემიერს, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, ხელახლა შეისწავლონ საქმე და ვადაზე ადრე გამოუშვან ციხიდან," - თქვა მარიამ ბორჩაშვილმა.

აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა, 2015 წლის ივნისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, ბორჩაშვილი ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე იყო. სწორედ მისი სახელს უკავშირდება, რამდენიმე წლის წინ სირიაში ახალგაზრდების გამგზავრება, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის.

აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

 

დღის ამბები