18 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
თბილისში მომხდარი მკვლელობის მოტივი ცნობილია

ცნობილი ხდება თბილისში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი. მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ მძინარე მამაკაცს თავს ოჯახის დამხმარე ქალის შვილი დაესხა, რომელმაც ფული ჯერ საკუთარ დედას მოსთხოვა, უარის შემდეგ ის გაკოჭა და თანხის გამოძალვა ახლა იმ ოჯახის წევრებისგან სცადა, სადაც ქალი მუშაობდა.

მათივე ვერსიით, 45 წლის მამაკაცი თავს მძინარე ახალგაზრდას დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ირკვევა, რომ ის ამავე ოჯახში წლების წინ დაცვის სამსახურში მუშაობდა. ბრალდებულის მამა ცნობილი ბიზნესმენია, ოჯახი შპს "საბა თაუერის" მფლობელია.

ახლობლები ყვებიან იმასაც, რომ დაჭრილმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელს რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ის დაიღუპა.

მკვლელობაში ბრალდებული ახლა კლინიკაში რჩება. მამაკაცს სახის, კიდურებისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადვოკატი აცხადებს, რომ იარაღი, საიდანაც გასროლა თვდაცვის მიზნით მოხდა, რეგისტრირებულია, რის გამოც საბა თათეშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს. 

დღის ამბები