ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-მდე მეხანძრე მაშველი. ამ წუთებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.