აბასთუმნის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ბულგარეთის ორი მოქალაქე შევიდა.
კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, კი პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაგზავნიან. ექიმების თქმით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ფილტვის ცენტრი 8 პაციენტმა უკვე დატოვა. ამ დროისთვის, აბასთუმანში 20 პირს აკვირდებიან. რაც შეეხება ახალციხეს, თვითიზოლაციაში 14-დან მხოლოდ 11 პირი რჩება. მოქალაქეები, ძირითადად, იტალიიდან არიან შემოსულები.